“Book Descriptions: რომან „მაიკოვსკის თეატრის“ მთავარი გმირი, თუთა, ბაღდათში ცხოვრობს. ქალაქი ეკონომიკურმა უთანასწორობამ გეტოდ აქცია, სადაც დრო თითქოს შეჩერებულია და აქ ახალი არაფერი ხდება. თუთასა და მის გარშემო მყოფთათვის არსებობა იმდენად გაუსაძლისია, რომ მისი ძმა ცდილობს, მოიფიქროს სცენარი, რომლის მიხედვითაც თუთა სიკვდილს შეძლებს. სცენარის პირველი ვერსიის თანახმად თუთა საოკუპაციო ჯარებს მარტო უნდა დაესხას თავს და შეაკვდეს, მეორე ვერსიით კი თავი ტერორისტად გაასაღოს, მძევლად აიყვანოს მაწანწალები, ლოთები, დევნილები, შეშლილები – ისინი, ვინც საყოველთაოდ მიღებული წესებისა და დემოკრატიული პროცესების გარეთ დარჩენილან. იგი ფიქრობს, რომ მათი თამაშში შემოყვანა არღვევს ყველა არსებულ წესს, რადგან სისტემას არ ადარდებს, თუკი ადამიანები ქუჩაში უპატრონოდ და უსახელოდ დაიღუპებიან, მაგრამ მათი თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე თვალს ვერ დახუჭავს.” DRIVE