“Book Descriptions: ზურა ჯიშკარიანი პირველად მუსიკალურ პროექტში „Kung Fu Junkie“ გამოჩნდა. წარმატებული აღმოჩნდა მისივე შექმნილი პირველი ქართულენოვანი ჩეთბოტი „კიბერ გალაკტიონი“. დღეს ზურა რამდენიმე გამოცემისთვის წერს, არის ჩეთბოტების დიზაინერი და ჰიპ-ჰოპ დუეტ kayakata-ს წევრი. „საღეჭი განთიადები Sugar Free“, ზურა ჯიშკარიანის სადებიუტო რომანია, რომელიც კიბერპანკის ჟანრს განეკუთვნება და არეული ალგორითმების გამო, ციფრულ სამყაროში შემდგარი მეორედ მოსვლის შესახებ მოგვითხრობს. სანამ სასულიერო პირები რეალობას ჰაკავენ, რომ იქნებ რამენაირად შეაჩერონ პროცესი, „მოგზაურთა“ ჯგუფი მობილიზებას იწყებს, რათა სიმულაციაში გამომწყვდეული მესია დაიხსნას“. „რეალობა უკვე კარგა ხანია დაინგრა, მისი ხვრელებიდან ყოველდღიურად ჟონავს ქაოსი... მეშიახი კი აუცილებლად უნდა მოკვდეს. ეს ჩემი სტილია. მხოლოდ ასეთ სიკვდილს აქვს ძალა - შივას რევოლუციები. თან, ავატარები შეიძლება მოკვდნენ, მაგრამ გეიმერები არ კვდებიან."” DRIVE