“Book Descriptions: 1890 წელს კავკასიაში იმოგზაურა ორმა იტალიელმა ბოტანიკოსმა - ემილ ლევიემ (1838-1912) და სტეფან სომიემ (1848-1922). მოგზაურობის მიზანი კავკასიის ფლორის შესწავლა და ანთროპოლოგიური კვლევების ჩატარება იყო. ოთხთვიანი ექსპედიციის დროს ლევიემ და სომიემ მოარეს აჭარა, იმერეთი, სვანეთი, კოდორის ხეობით გადავიდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, საიდანაც საქართველოს სამხედრო გზის გავლით ჯერ ტფილისში, შემდეგ კი ბათუმში დაბრუნდნენ. ლევის მიერ ექსპედიციის დროს დაწერილი წერილები შვეიცარიულ ლიტერატურულ კრებულში 1890-93 წლების მანძილზე ქვეყნდებოდა. ამ წერილებს ქართველი მკითხველიც მალევე გაეცნო: 1894 წელს ჟურნალმა "მოამბემ" ტექსტის ერთი ნაწილის ქართულ ენაზე თარგმანი შესთავაზა მკითხველს. წინამდებარე წინგში სწორედ ეს თარგმანია გაცოცხლებული. მას წინ უძღვის კვლევა, რომელიც მომზადდა ფლორენციის უნივერსისტეტის ბოტანიკის ბიბლიოთეკაში დაცულ საარქივო მასალაზე დაყრდნობით. წიგნი განკუთვნილია ისტორიით, ბოტანიკით, გეოგრაფიით დაინტერესებულ სპეციალისტთა და მკითხველთა ფართო წრისათვის.” DRIVE