“Book Descriptions: გამომცემლობა „არტანუჯისა“ და ჟურნალ „ლიბერალის“ მორიგი ერთობლივი პროექტი
„ჩემი წერილების ეს კრებული 2014-2018 წლებში უმთავრესად ჟურნალ „ლიბერალისთვის“ იწერებოდა – სხვადასხვა მოვლენის პასუხად და სხვადასხვა განწყობით. ტექსტებს ამიტომ არა აქვთ ერთმანეთთან მკაფიო შინაარსობრივი კავშირი. მათი გამაერთიანებელი ყოველ ჯერზე იყო მხოლოდ მიზანი, განმეწყო ადამიანები მეტი გამბედაობისკენ, გამეჩინა მათში სულიერი სიმხნევე და ოდნავ მაინც შემემცირებინა მათი შიში და სევდა. ვცდილობდი ამეხსნა და საგრძნობი გამეხადა ზოგიერთი დაავადების შინაარსი და სხვადასხვა მდგომარეობის ფარული, შინაგანი მხარე, რადგან ის, რაც გავიგეთ, თუ არ ვიგრძენით კიდეც, ვერაფერს შეცვლის ჩვენში.
ბედნიერი ვიქნები, თუკი რომელიმე ჩანაწერი ვინმეს ოდნავ მაინც დაეხმარება, მეტ სიმშვიდეს და სილაღეს მიანიჭებს მიზნის დასახვაში, მოქმედებაში, სიცოცხლის სიხარულის აღქმაში“. – ნათია ფანჯიკიძე.
სტატია „განათების ილუზია“ დაიწერა სპეციალურად ჟურნალისთვის „National Geographic საქართველო“ და გამოქვეყნდა მის 2018 წლის მარტის ნომერში. „დედა ავად არ უნდა ხდებოდეს“ – ინტერნეტჟურნალისთვის “lesbi.org”. „გააჩნია, თქვენ რა გსურთ“ – ჟურნალისთვის “Steps”” DRIVE