გონების პარაზიტები
(By George Kharaishvili)


Size | 20 MB (20,079 KB) |
---|---|
Format | |
Downloaded | 570 times |
Last checked | 7 Hour ago! |
Author | George Kharaishvili |
ავტორის მრავალმხრივი განათლება ყველაფერში იგრძნობა: პერსონაჟების სახელებში (რომელთა არჩევანიც შეიძლება მინიშნებაც იყოს), ფაბულაში, თხრობის სტილში… მე მაინც ყველაზე მეტად ფარული იუმორი მომწონს, თითქოს მკრთალ ღიმილს რომ მოგგვრის მხოლოდ მანამ, სანამ სიუჟეტის მორიგ საშიშ ლაბირინთში ჩაიხლართები.
გვახსოვდეს, რომ იმ სამყაროში, სადაც მოთხრობების პერსონაჟები ცხოვრობენ, ბოროტებას მიზეზი არ სჭირდება. ზოგი პერსონაჟის პერსპექტივა ვერაფრით დაემთხვევა ჩვენსას (მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუკი თქვენც, მათ მსგავსად, სარკეში არ ჩანხართ ან სავსემთვარეობისას განსაკუთრებულად კარგად გრძნობთ თავს). მწერალი რომ მაქცია არაა, მაგაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ვერც საპირისპიროს დავამტკიცებ.
ვფიქრობ, ეს კრებული მოეწონებათ არა მარტო მათ, ვისაც მისტიკა და ფანტასტიკა იზიდავს, არამედ მათაც, ვინც ამ ჟანრთან თამაშისას თავს ახალბედად მიიჩნევს. აქ ყველასთვის მოიძებნება რაღაც, რაც გაგაოცებთ, გაგაღიმებთ და, ზოგიერთ თქვენგანს გვარიანად შეგაშინებთ კიდეც.“ – ქეთი დიასამიძე
-----
„გიორგი ხარაიშვილი შესანიშნავი მეგზური გამოდგა პირველყოფილი შიშების სამყაროში. ის ხელს გკიდებს და შენც მიჰყვები ქვესკნელის წრეებში. უფრო სწორად, კი არ მიჰყვები, ხელის მოკიდებისთანავე ერთიანდებით შენ და შენი გზამკვლევი, მისი ფიქრები შენი ფიქრები ხდება, მისი შიშები – შენი შიშები, მისი შეცდომები კი შენი შეცდომები.
ავტორი კეთილსინდისიერია, ის არ შეგიტყუებს თვალწარმტაც წალკოტში და მერე მოულოდნელად ხელს არ გკრავს უფსკრულის პირას. იცი, რაც გელოდება წინ, მაგრამ ამ გზას მაინც მიუყვები; რადგან სხვაგვარად არ შეგიძლია; რადგან შენ და შენი გზამკვლევი უკვე ერთი ხართ.“ – გიორგი გვეტაძე”