“Book Descriptions: წიგნი იყიდება ჟურნალ ”გუმბათთან” ერთად. მისი ფასი ჟურნალთან ერთად 3 ლარია, ჟურნალის გარეშე - 6 ლარი. აკა მორჩილაძის 10 ტომეულს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს. ათივე ტომი ჟურნალ ”გუმბათთან” ერთად გაიყიდება. ყოველი ტომი 2 კვირაში ერთხელ გამოვა. რომანი ”ძველი გულებისა და ხმლისა” მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ცხოვრებას აღწერა. რომანში მოქმედება ძალიან დინამიურად ვითარდება. მძაფრ და საინტერესო სიუჟეტთან ერთად აკა მორჩილაძე მკითხველს იმდროინდელი საქართველოს ყოფის უამრავ დეტალს აცნობს. ტყვეებით მოვაჭრე თათარი აზიზ-ბეი, ადამიანების გამტაცებელი ქართველი აჩიკ-ბაში, რუსი პოლკოვნიკი, მისი ქალიშვილი ეკატერინა, ყაჩაღი გოგია ნუკრაძე, პორუჩიკი მანველოვი და ახალგაზრდა ქართველი აზნაური ბადუნა ფავნელი - ამ პერსონაჟების ბედი უცნაური ხლართებით უკავშირდება ერთმანეთს და გმირების ტრაგიკული ისტორია ერთი ამოსუნთქვით იკითხება.” DRIVE